ჯოკერი 78 წლისაა – საინტერესო ფაქტები ბოროტმოქმედზე

ჯოკერი 78 წლისაა – საინტერესო ფაქტები ბოროტმოქმედზე

1. ჯოკერი 1940 წლის 25 აპრილს დაიბადა, ანუ პირველად “ბეტმენზე” შექმნილ კომიქსში მოგვევლინა და ასე გამოიყურებოდა:

2. ჯერი რობინსონის პირველი სკეტჩი, რომლის ინპირაციის წყარო მსახიობ კონრად ვეიდტის გმირი იყო ფილმიდან კაცი, რომელიც იცინის (1928)

3. პირველი ეკრანიზაცია, სადაც ჯოკერი გამოჩნდა, იყო 1966 წელს გადაღებული ფილმი ბეტმენი.

4. 80-იან წლებში ჯოკერის გმირის ყველაზე ცნობილი შემსრულებელია ჯეკ ნიკოლსონი.

5. 2008 წელს ქრისტოფერ ნოლანის ფილმში შავი რაინდი, ბოროტმოქმედი ითამაშა ჰიტ ლეჯერმა, რისთვისაც მან ოსკარი დაიმსახურა და გახდა პირველი მსახიობი, რომელმაც ოსკარი კომიქსის გმირის განსახიერებისთვის მიიღო.

6. ცნობილ ანიმაციურ სერიალში – “Batman: The Animated Series” ბოროტმოქმედს ახმოვანებს მარკ ჰამილი. ჰამილმა გაახმოვანა ჯოკერის გმირი, როგორც ანიმაციურ სერიალში, ასევე სხვადასხვა ადაპტაციაში, მათ შორის ვიდეოთამაშში.

7. ჯერჯერობით ბოლო მსახიობი, რომელმაც ჯოკერი ითამაშა, ჯარედ ლეტოა. მან ბოროტმოქმედის როლი 2016 წელს, თვითმკვლელთა რაზმში შეასრულა.

8. DC-ს კომიქსებზე დაფუძნებულ სერიალში გოთემი, ასევე ვხვდებით ჯოკერის გმირს. მეოთხე სეზონის ჩვენება ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ბოლო სერიის პრემიერა 17 მაისისთვის იგეგმება.

  • უკან დაბრუნება
რეკლამის ადგილი თავისუფალია, მოგვწერეთ თხოვნების გვერდძე..