10 სცენა ანიმაციიდან, რომელიც ფიზიკის კანონებს არღვევს

10 სცენა ანიმაციიდან, რომელიც ფიზიკის კანონებს არღვევს

გრავიტაცია

როდესაც პერსონაჟი ჰაერში მისეირნობს და მხოლოდ მაშინ ვარდება, როდესაც ქვემოთ ჩაიხედავს

აფეთქება

რეალურ ცხოვრებაში ასეთ აფეთქებას, ალბათ, ვერავინ გადაურჩებოდა, თუმცა მთავარი გმირები ცხოვრებას ბედნიერად აგრძელებენ

სილუეტი

სხეული, რომელიც ნებისმიერი წინაღობის გადალახვას ახერხებს, საკუთარი სილუეტის ზუსტ ანაბეჭდს ტოვებს.

გაჭყლეტა

ალბათ, თქვენც არაერთხელ გინახავთ ასე “დაუთოებული” პერსონაჟები, რომლებიც ცოტა ხანში ძველებურ ფორმას უპრობლემოდ იბრუნებენ.

წარმოსახვა

ნებისმიერი რამ, რასაც პერსონაჟი წარმოიდგენს, მომენტალურად ვიზუალიზირდება და, შესაძლოა, მის ხელშიც კი აღმოჩნდეს. (რა კარგი იქნებოდა, ჩვენც ასე გვიხდებოდეს ოცნებები)

დახატული გასასვლელი

პერსონაჟებს გასაქცევად ხშირად ესახებათ კედელზე მიხატული გზა, რომელსაც ბოლო მომენტში, რა თქმა უნდა, შუბლით შეასკდებიან.

უვნებლობა

როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, რა ხიფათიც არ უნდა შეეყაროთ, ისინი მაინც ცოცხლები და უვნებლები რჩებიან.

სორო კედელში

პერსონაჟი, რომელიც დანიშნულების წერტილს პირველი მიაღწევს, უპრობლემოდ გადააადგილებს სოროს სასურველი მიმართულებით.

გადაყლაპვა

თუ პერსონაჟმა რაიმე დიდი ნივთი გადაყლაპა, მისი სხეული აუცილებლად ზუსტად გაიმეორებს ამ ნივთის ფორმას.

თავში დაცემული ნივთები

ბოძი, ხე, დიდი ლოდი და მსგავსი მასიური ნივთები ყოველთვის ნელა ეცემა ჩვენი პერსონაჟების თავს.

  • უკან დაბრუნება
რეკლამის ადგილი თავისუფალია, მოგვწერეთ თხოვნების გვერდძე..