7 შესანიშნავი მსახიობი, რომელსაც ოსკარი ჯერ კიდევ არ მიუღია

7 შესანიშნავი მსახიობი, რომელსაც ოსკარი ჯერ კიდევ არ მიუღია
გლენ კლოუზი



მსახიობი ექვსჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე, მათ შორის უკანასკნელად 2012 წელს ალბერტ ნობსში ბრწყინვალედ შესრულებული როლისთვის, თუმცა მაშინ აკადემიის მთავარი ჯილდო სამგზის ოსკაროსანმა მერილ სტრიპმა მიიღო.

ჯონ კიუსაკი



ჯონ კიუსაკი ჯერჯერობით ოსკარზე ნომინირებულიც კი არასოდეს ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ მან შესანიშნავად ითამაშა ოსკაროსან ფილმებში გადამგდებები და ტყვიები ბროდვეის თავზე.

იან მაკკელენი



მსახიობს 1991 წელს დედოფალმა რაინდის წოდება მიანიჭა, თუმცა ოსკარი ჯერ კიდევ არ მიუღია. დარწმუნებულები ვართ, მას ეს სულაც არ აწუხებს, რადგან 50-მდე სხვა საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, თუმცა მაინც ვფიქრობთ, რომ 78 წლის მაკკელენი აკადემიის პრიზს არაერთხელ იმსახურებდა.

სემუელ ელ ჯექსონი



ის უკვე 40 წელზე მეტია, რაც კინოშია და 100-ზე მეტ ფილმში აქვს როლი შესრულებული, თუმცა ერთადერთხელ იყო ნომინირებული ოსკარზე ფილმისთვის მაკულატურა. ასაკის მიუხედავად, ელ ჯექსონი აქტიურად აგრძელებს მუშაობას. ასე რომ, შესაძლოა ჯერ კიდევ ყველაფერი წინ აქვს.

ჯონი დეპი



ბევრს ჰგონია, რომ ჯონი დეპს ოსკარი მიღებული აქვს. სხვანაირად როგორ შეიძლება? ის ხომ თავისი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული მსახიობია. უცნაურია, თუმცა ფაქტია – დეპი მხოლოდ სამჯერ იყო ნომინირებული და სამივეჯერ “დამარცხდა” შონ პენთან, ჯეიმი ფოქსთან და დენიელ დეი-ლუისთან.

ემი ადამსი



ემი ადამსი ნამდვილად არის იმ მსახიობებს შორის, რომლებიც ფილმებს ჭკვიანურად არჩევენ. ასე რომ, თითქმის დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას წინ კიდევ ხანგრძლივი კარიერა და არაერთი ოსკარი ელის.

ჯიმ კერი



ჯიმ კერის კომედიური როლების გარდა, არაერთი საინტერესო სახე აქვს შექმნილი. ამის საუკეთესო მაგალითი, ალბათ, მისი დაუვიწყარი შესრულებაა თრუმენის შოუში, თუმცა ჯერჯერობით არც ერთხელ ყოფილა ნომინირებული აკადემიის მხრიდან. ფილმმა ნათელი გონების მარადიული ბრწყინვალება თავის დროზე კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა და ქეით უინსლეტს ნომინაციაც მოუტანა, თუმცა კერი კვლავ ოსკარებს მიღმა დარჩა.
  • უკან დაბრუნება
რეკლამის ადგილი თავისუფალია, მოგვწერეთ თხოვნების გვერდძე..