პიტერ ჯექსონის ახალი ეპიკური პროექტის პირველი თრეილერი

პიტერ ჯექსონის ახალი ეპიკური პროექტის პირველი თრეილერი
ბეჭდების მბრძანებლის რეჟისორის, პიტერ ჯექსონის ახალი პროექტის პირველი თრეილერი გამოვიდა. Mortal Engines ფილიპ რივის რომანზე დაფუძნებით გადაღებული სტიმპანკის ჟანრის ფილმია, რომლის რეჟისორიც კრისტიან რივერსია, ხოლო სცენარის ავტორი და პროდიუსერი – პიტერ ჯექსონი.

ფილმში მოვლენები შორეულ მომავალში ვითარდება, რამდენიმე ათასი წლის შემდეგ, მას მერე, რაც მასშტაბური კატაკლიზმის შედეგად ცივილიზაციების უმრავლესობა განადგურდა. ადამიანებმა განსხვავებული წესით ცხოვრება დაიწყეს – მოძრავი ქალაქებით. მსოფლიოში მშვიდობა არსად არ სუფევს, დიდი მეგაპოლისები პატარა ქალაქებზე ნადირობენ.

ფილმში მთავარ როლებს ჰერა ჰილმარსდოტირი, რობერტ შიენი, სტივენ ლენგი და ჰიუგო უივინგი ასრულებენ.

Mortal Engines-ის გამოსვლა 2018 წლის 13 დეკემბრისთვის იგეგმება.

თრეილერი:
  • უკან დაბრუნება
რეკლამის ადგილი თავისუფალია, მოგვწერეთ თხოვნების გვერდძე..