[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
კინო-ფორუმი » მსახიობები » გამონათქვამები და ფრაზები » ლეონარდო დიკაპრიოს ფრაზები
ლეონარდო დიკაპრიოს ფრაზები
ຫອმຕ♪♫™პარასკევი, 2017-04-14, 11:17 AM | შეტყობინება № 1
Administrator™
პოსტები:3


* არ ვარ ისეთი ადამიანი, რომელიც ცდილობს იყოს გამორჩეული და მოდური, მე უდავოდ ინდივიდუალური ვარ

* დედაჩემი მოსიარულე საოცრებაა

* გჯეროდეს სიყვარულის, მზად იყო ყველაფერს თავი დაანებო, გსურდეს გარისკო შენი სიცოცხლე მისთვის - ეს ტრაგედიაა

* ძალიან მიყვარს ჩემი საქმიანობა. ვიცი, რომ ყველანაირი კარიერა სწრაფია და იქნება ისეთი დრო, როცა არ მექნება ისეთი შესაძლებლობები, როგორიც ეხლა მაქვს, სწორედ ამიტომ მაქსიმალურად ვსარგებლობ ამით

* ჩვეულებრივი გოგონები უფრო მომწონს - სტუდენტები, მიმტანები,.. გოგონები, რომლებსაც ვხვდები, უბრალოდ ჩემი კარგი მეგობრებია. თუ გოგოსთან ერთად კინოში წავალ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე მას ვხვდები

* არც ერთი წამით არ გაიფიქროთ, რომ მე რომელიმე ჩემ მიერ განსახიერებულ გმირს ვგავარ. ეს ასე არ არის. სწორედ ამიტომ ჰქვია ამას 'თამაში'

* ჩემი პირველი კოცნა ყველაზე საშინელი რამ იყო ჩემს ცხოვრებაში

* მე ყოველთვის მჭირდება მეგობარი, როცა ვმოგზაურობ. მჭირდება ისეთი ადამიანი, რომელიც დამიბრუნებს ჩემს ნამდვილ სახეს. რთულია იყო მარტო

* მსახიობობის ყველაზე დადებითი მხარე ისაა, რომ სხვადასხვა პერსონაჟში ვიკარგები და ამისთვის ფაქტობრივად ფულს მიხდიან.. ზუსტად არ ვიცი ვინ ვარ, ვგრძნობ, რომ ყოველდღე ვიცვლები

* არასდროს არ ვყოფილვარ რომეო, რომელიც ხვდება გოგოს და მაშინვე უყვარდება ის. ძალიან ნელა ვიყვარებ ადამიანს

* სკოლა არასდროს მყვარებია. ვერასდროს ვერ ვახდენდი კონცენტრირებას, მაშინ როცა რომელიმე საგანს ვსწავლობდი, რომელიც არ მიყვარდა

* ძალიან მინდა ვიყო ჩვეულებრივი, როგორიც ჩემი მეგობრები არიან, მინდა ვიმხიარულო და არ ვიდარდო შედეგებზე, მაგრამ არ შემიძლია

* სიმართლე გითხრათ, არასდროს მდომებია ოსკარის აღება. ეს არ არის ჩემი მოტივაცია, როცა რაიმე როლს ვასრულებ. ძალიან მინდა, რომ საუკეთესო მსახიობებთან ერთად ვიმუშავო და შევქმნა ისეთი როლი, რომლითაც რამდენიმე წლის შემდეგ ვიამაყებ

* არასდროს ვიცოდი რა ტიპის ფილმებზე მინდოდა მუშაობა. ჩემი დიდი სურვილია, რომ სხვადასხვა საქმეები ვაკეთო

* 15 წლის ასაკში გადავავლე თვალი ყველა ფილმს, რომლებიც მსოფლიო შედევრებად ითვლება. მას შემდეგ საკუთარ თავს ვეკითხები თუ როგორც შემიძლია გავუწიო მეტოქეობა ასეთ შესანიშნავ მსახიობებსა და შესრულებებს. მინდა ისევე კარგად შევასრულო როლები, როგორც ამას ჩემი გმირები აკეთებდნენ

* მინდა, რომ კიდევ დიდხანს გავაგრძელო ის რასაც ამჟამად ვაკეთებ და ვიმედოვნებ, რომ ხალხი უყურებს ჩემს ფილმებს

* ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე მივხვდი, რომ ხალხის კრიტიკის კონტროლი შეუძლებელია, არ იცი როგორ შეაფასებ შენს მიერ შექმნილ ამა თუ იმ პერსონაჟს, მხოლოდ უნდა გქონდეს იმის იმედი, რომ ფილმი ხალხს მოეწონება

* არ ვაპირებ დავქორწინდე ისეთ ადამიანზე, რომელთან ერთადაც 10 ან 20 წელი არ ვიცხოვრებ. მაგრამ არსებობენ ისეთებიც (რომეო და ჯულიეტა), რომლებმაც ეს შანსი გამოიყენეს

* მერილ სტრიპი ისეთ რაღაცეებს აკეთებს, რომლებიც არ მეგონა, რომ შესაძლებელი იყო. მისი შესრულება სრულყოფილია

* როგორ შეიძლება მოვკვდე ისე რომ ამ ქვეყნად ყველაფერი არ ვნახო?

* ოჯახზე სულ უფრო და უფრო მეტს ვფიქრობ, განსაკუთრებითრ მას შემდეგ რაც ბებიაჩემი ჩემთან ერთად აღარ არის
5094813.jpg(41.6 Kb)


- მერე არ ინანო, დროს რა მოჰქონდაო..
მოვფერებოდი, შანსი ხომ მქონდაო..
კინო-ფორუმი » მსახიობები » გამონათქვამები და ფრაზები » ლეონარდო დიკაპრიოს ფრაზები
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა: