[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
კინო-ფორუმი » მსახიობები » ბიოგრაფიები და ფაქტები » დაუჯერებელი ფაქტები ლეონარდო დიკაპრიოს შესახებ
დაუჯერებელი ფაქტები ლეონარდო დიკაპრიოს შესახებ
ຫອმຕ♪♫™პარასკევი, 2017-04-14, 11:30 AM | შეტყობინება № 1
Administrator™
პოსტები:3


1, „რევენანტის“ გადაღებებისას ლეომ საკუთარ ვეგატარიანულ პრინციპებს უღალატა, რომ ძროხის უმი ღვიძლი ეჭამა.

სცენაში, სადაც ის მკვდარ კამეჩს იყოფს ერთ-ერთ მსახიობთან ერთად, მსახიობს ჟელატინის ღვიძლი უნდა ეჭამა, მაგრამ მან ამაზე უარი განაცხადა.

„როდესაც ვკბეჩდი, ჟელატინს სისხლი ისე არ მოსდიოდა, როგორც საჭირო იყო. ეს ყველაფერი ძალიან ყალბად მომეჩვენა,“ თქვა ლეომ.

2, „ავიატორში“ დიკაპრიო მილიარდელ პილოტს ჰოვარდ ჰიუზს თამაშობს, რომელიც ობსესიურ–კომპულსიურ დაავადებას ებრძვის. (ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა ისეთი მდგომარეობაა, როდესაც ადამიანს აწუხებს აკვიატებული, მისდა უნებლიედ აღმოცენებული აზრები და წარმოდგენები(ობსესია), რომელთა თავიდან ასაცილებლად ის მიმართავს რიტუალურ, ასევე აკვიატებულ ქცევას (კომპულსია).

ლეო ისე ჩაერთო როლში, რომ ეს დაავადება, რომელიც ბავშვობაში აწუხებდა, ისევ განუახლდა.

3, „რა აწუხებს გილბერტ გრეიფსის“ ერთ-ერთი სცენის გადაღებისას, როდესაც დიკაპრიო კალიას ყუთში აგდებს და თავს აძრობს, მსახიობმა არ იცოდა, რომ სინამდვილეში მწერი არ უნდა მოეკლა.

„მე არ ვიცოდი ამის შესახებ. მათ მითხრეს, რომ მწერის თავი ყუთის კარით მიმეჭყლიტა. ამიტომ მოვკალი. ამ დროს იქ ცხოველთა უფლებების უამრავი დამცველი იყო შეკრებილი. მათ უკმაყოფილება გამოთქვეს ამის თაობაზე, თუმცა უკვე გვიანი იყო.“

4, „ჯანგოს“ გადაღებების დროს დიკაპრიომ ხელი ჭიქის ნამსხვრევზე გაიჭრა და მოგვიანებით ნაკერების დადებაც დაჭირდა. თუმცა ამას არ შეუჩერებია ლეო. მიუხედავად სისხლდენისა, მან თამაში განაგრძო. მოგვიანებით ეს სცენა ტარანტინომ ფილმშიც გამოიყენა.

5, „ტიტანიკის“ გადაღებების ბოლო ღამეს, უცნობმა პირებმა ჰალუცინოგენი გაურიეს მოლუსკების კერძში, რომელიც გადასაღებ გუნდს და მსახიობებს უნდა ეჭამათ. 80 ადამიანი დაავადდა, აქედან 50–ზე მეტი საავადმყოფოში გადაიყვანეს ჰალუცინაციებით. დამნაშავის დაჭერა ვერ მოახერხეს.

6,“უოლ სტრიტის მგელში“ მეთიუ მაკკონაჰის სცენა, სადაც ის მკერდზე ხელს ირტყამს და ღიღინებს, მსახიობის მიერ იმპროვიზებული იყო. როდესაც ეს სცენა ლეონარდო დიკაპრიომ ნახა, დაარწმუნა რეჟისორი, რომ ის ფილმში ჩაესვა.

7, ფილმის, „დამიჭირე, თუ შეძლებ“ გადაღებებისას, სტივენ სპილბერგმა ემი ადამსს სთხოვა, წარმოედგინა, თითქოს მას ძალიან შიოდა და ისე ეკოცნა დიკაპრიოსთვის, რათა კოცნა უფრო ვნებიანი ყოფილიყო.

8, „რომეო და ჯულიეტას“ გადაღებებისას ლეონარდო დიკაპრიოს რომეოს სიტყვების ვერსია, რომელსაც ის ჯულიეტას კუბოსთან ამბობს, იმდენად კარგი იყო, რომ კლერ დეინსი, ჯულიეტას როლის შემსრულებელი ატირდა. როცა სცენის გადაღება დასრულდა, დეინსმა დიკაპრიოს უთხრა:

„ნუ მატირებ. მე კომაში უნდა ვიყო!“

9, ლეონარდო დიკაპრიოსა და კეიტ უინსლეტის სასიყვარულო სცენის გადაღებისას ფილმში „ცვლილებათა გზა“, რეჟისორი სემ მენდესი (იმ დროს უინსლეტის ქმარი), იმდენად არაკომფორტულად გრძნობდა თავს, რომ გადაწყვიტა სცენისთვის სხვა ოთახში, მონიტორიდან ეყურებინა. ქეითმა კი განაცხადა, რომ ყველა პრტნიორდან, რომელიც მას ფილმში ჰყოლია, ლეო მისი ფავორიტი იყო.
0047944.png(588.8 Kb)


- მერე არ ინანო, დროს რა მოჰქონდაო..
მოვფერებოდი, შანსი ხომ მქონდაო..
კინო-ფორუმი » მსახიობები » ბიოგრაფიები და ფაქტები » დაუჯერებელი ფაქტები ლეონარდო დიკაპრიოს შესახებ
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა: